გლდანის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

გლდანის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე მივიდნენ „პარტიზანი მებაღეობის“ წარმომადგენლები.

მოსახლეობასა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირების გამო საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

მოსახლეობის განცხადებით, საქმე სასამართლოშია და მშენებლობა უნდა შეჩერდეს, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.