2016 წელს შიდა ტურიზმის პერიოდში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 125,20 ლარი იხარჯებოდა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა, საშუალოდ 35,80 ლარი კვებაზე მოდიოდა, 33,40 ლარს ვიზიტორები საყიდლებზე ხარჯავდნენ, ერთ ვიზიტზე 27 ლარით არის წარმოდგენილი სხვა ხარჯები.
საქსტატის შიდა ტურიზმის 2016 წლის მიმოხილვის თანახმად, ადამიანები ერთ ვიზიტზე საშუალოდ 21,10 ლარს ხარჯავდნენ ტრანსპორტზე.
ვიზიტორები ერთ გასვლაზე, ყველაზე ცოტას, 2,10 ლარს გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ხარჯავდნენ.