გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ მსოფლიოს იმ 12 ყველაზე ძვირადღირებულ ცათამბჯენს აქვეყნებს, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენდა.
აბრაჯ ალ ბაითი თაუერსი
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ცათამბჯენი აბრაჯ ალ ბაითი თაუერსია, რომლის აშენება 15 მილიარდი დოლარი დაჯდა. შენობა შვიდი კოშკისგან შედგება და მისი მშენებლობა 2007-12 წლებში მიმდინარეობდა. კომპლექსი საუდის არაბეთის მთავრობას ეკუთვნის. ყველაზე მაღალ კოშკზე უდიდესი საათია გამოსახული. შენობაში მდებარეობს - რესტორნები, ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრი, სასტუმროები და ავტოსადგომები.
Marina Bay Sands Resort
2010 წელს სინგაპურში გაიხსნა. მისი ღირებულება 5.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. „მარინა ბეი“ აღიარებულია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაზინოდ, თუმცა იგი ასევე მოიცავს სასტუმროს, მუზეუმს, თეატრსა, შვიდ რესტორანსა და ყინულის მოედანს.
Wynn
ლას ვეგასში მდებარე ცათამბჯენის მშენებლობა 4.1 მილიარდი დოლარი დაჯდა. მშენებლობა 2005 წელს დასრულდა. შენობაში განთავსებულია კაზინო და სასტუმრო. 2016 წელს Wynn-ის 1.6 მილიადიანი გაფართოება დაიწყო, რომლის დასრულებაც 2020 წლისთვის იგეგმება.
კოსმოპოლიტანი
ლას ვეგასში მდებარეობს კიდევ ერთი ძვირად ღირებული ცათამბჯენი კოსმოპოლიტანი , რომლის მშენებლობა 3.9 მილიარდი დოლარი დაჯდა. ცათამბჯენის მთავარი ღირშესანიშნაობა კაშკაშა ჭაღებია. იქ ასევე მდებარეობს - კაზინო, მაღაზიები, რესტორნები, თეატრი, სპორტული დარბაზი და სპა.
მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი
ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი 2012 წელს გაიხსნა. ცენტრის მშენებლობა 3.8 მილიარდი დოლარი დაჯდა.
The Venetian
ცათამბჯენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და მასში განთავსებულია სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, კაზინო. მშენებლობა 2.4 მილიარდი დოლარი დაჯდა. ცენტრში ხელოვნური მდინარე მიედინება, რომელზეც გონდოლით გასეირნებაა შესაძლებელი.
Princess Tower
ცათამბჯენის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და 2.17 მილიარდი დოლარი დაჯდა.
პალაზოს კაზინო
ლას ვეგასში 2007 წელს აშენდა და 2.05 მილიარდი დოლარი დაჯდა. ცათმბჯენი იტალიური რენესანსის გავლენითაა აგებულიდა და მასში სასტუმრო და კაზინოა განთავსებული.
ტაპაი
ტაივანში2004 წელს აშენდა. მისი აგება 1.8 მილიარდი დოლარი დაჯდა. ცათამბჯენის მთვარი მახასიათებელი გიგანტური ოქროსფერი ბურთულაა. იგი 92-სართულიანია. შენობაში განთავსებულია ოფისები, მაღაზიები და რესტორნები.
ევროპის ცენტრალური ბანკი
ბანკი 2013 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში აშენდა და მისი მშნებლობა 1.25 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ბურჯ ხალიფა
ცნობილი ცათამბჯენი დუბაიში მდებარეობს და მისი აშენება 1.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მშენებლობა 2004 წლიდან 2009 წლამდე მიმდინარეობდა. ანტენის ჩათვლით კოშკი 2,717 ფუტი სიმაღლისაა. ცათამბჯენში მდებარეობს საცხოვრებელი აპარტამენტები, 8 სასტუმრო, მაღაზიები, რესტორნები და ოფისები.ანტილია
ყველაზე ძვირად ღირებულ ცათამბჯენებს შორის ბოლო ადგილზეა 27-სართულიანი ანტილია, რომელიც ინდოელმა მაგნატმა მუკეშ ამბანმა 2006 წელს ააგო. ცათამბჯენი მის პირად რეზიდენციას წარმოადგენს და მისი აშენება 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. ბუკინგემის სასახლის შემდეგ „ანტილია“ ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელია.