Samsung Galaxy S5 თქვენს გულისცემას გაზომავს (ვიდეო)

ახალ Samsung Galaxy S5-ს ბევრი ახალი მახასიათებელი ექნება, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ისაა, რომ სმარტფონს გულისცემის გასაზომი სენსორი ექნება.

სენსორი, რომელსაც შეუძლია გაზომოს ადამიანის გულისცემა, სმარტფონის კორპუსზე ლედ განათების ადგილას არის ჩამონტაჟებული. ამისთვის სენსორზე ადამიანის თითი რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად უნდა გაჩერდეს.

ტექნოლოგია, რომელიც Samsung-მა გამოიყენა, ახალი არ არის, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ტექნოლოგიას სმარტფონში ვხვდებით. ის ტელეფონის ლედ განათების ჩვენს თითზე მინათების შედეგად აძლევს საშუალებას სენსორს, იპოვოს სისხლის მიმოქცევის წერტილი კანის საფართან ახლოს.

Samsung-ის ახალი პროდუქტების გამოფენაზე, ნიუ იორკში საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, თავად გამოეცადა ახალი Galaxy S5-ს შესაძლებლობები.

სენსორი წარმოადგენს აპლიკაციის ნაწილს, რომელსაც S Health ეწოდება და რომელიც პირველად Galaxy S4-ის მოდელებზე გამოჩნდა. S5-სთვის Samsung-მა აპლიკაციის გაუმჯობესებული ვერსია წარმოადგინა, რომელიც უფრო მეტად მორგებულია ფიტნესზე.

თავად Galaxy S5 კი, ტექნიკის მაღაზიების დახლებზე აპრილში გამოჩნდება. სმარტფონი ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ლურჯი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. Galaxy S5 აღჭურვილი იქნება წყალგამძლე და მტვრის ამტანი ეკრანით და ანდროიდის 4.4.1. ვერსიით.

Videobpn

Samsung Galaxy S5 თქვენ გულისცემას გაზომავს