ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავარიის გამო, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე საცობია

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე საცობია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ,,ფოლკსვაგენისა" და ,,ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ავარიის დროს ,,ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. საცობის გამო, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ლილოს გზით გადაადგილდებიან.