ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის Doing Business 2017-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი ხარჯავს ძალიან ცოტა თანხას და დროს, როდესაც ის ეხება ბიუროკრატიას.
„ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა გაამახვილა ყურადღება „ჰერითიჯის ფონდის“ „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე“. აღნიშნულის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა.
„არ შემიძლია არ შევეხო კორუფციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც „ტრეის მატრიქსის“ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ მე-11 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი შედეგები უკეთესი იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.