ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია , - როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ფორუმზე ”საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია. „Skill Force“ - როგორც ეძახიან მას ინგლისურად. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს მომდევნო წლებში”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს.
”რეალურად ჩვენ ჩვენი რესურსი, ჩვენი თანხები, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.