აშშ-ში მექსიკის საზღვართან ასაშენებელი კედლის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერი აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაცხადეს. აღნიშნული უწყებები ზედამხედველობას გაუწევენ პროექტს და შემდგომში პატრულირებას განახორციელებენ კედლის პერიმეტრში.
ტენდერის პირობების თანახმად, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი სიმაღლეში 9 მეტრი უნდა იყოს, რათა რთული იყოს მასზე აძრომა და კარგად უნდა გამოიყურებოდეს ჩრდილოეთ ნაწილიდან. კედლები ასევე უნდა მოიცავდნენ 25 და 50 ფუტის სიმაღლის ავტომატურ კარებს ფეხით მოსიარულეებისთვის და ტრანსპორტისთვის.
სახელშეკრულებო ჩანაწერის მიხედვით, მოთხოვნაა ბეტონის მყარ კედელზე.
ტრამპის საბიუჯეტო პროექტში 2,6 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე, თუმცა პროექტის საბოლოო ღირებულება ჯერ უცნობია.