2017 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 1.7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის გასულ თვეებში მთელ იმპორტში მისი წილი 5.4%-ი იყო; მაშინ როცა წინა წლის იანვარ-თებერვალში 7.1% იყო.
გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 57 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტმა 66 მილიონი დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.