ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4816 ლარი გახდა

20 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4816 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4817 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 21 მარტისთვის 2.6704 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6720 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 21 მარტისთვის 0.6836 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 21 მარტისთვის 3.0812 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0731 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.81 შეადგინა.