22-23 მარტს საფრანგეთში, პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.
„შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება BEPS-ის ფარგლებში შემუშავებული 4 მინიმალური სტანდარტი: საზიანო საგადასახადო პრაქტიკა; ქვეყნების მიხედვით ანგარიშგება; დავების გადაჭრის მექანიზმი და მრავალმხრივი საგადასახადო ინსტრუმენტი.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს წარედგინება ანგარიში გარიგების შეფასების და BEPS-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.