ძლიერი ქარის გამო, თურქეთიდან თბილისის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი ქარის გამო, ”თურქიშ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა, - ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო.

სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა.

გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.