სმარტფონი Galaxy S8, რომელიც უახლოეს ხანებში გამოვა გაყიდვებში, სამი სხვადასხვა ფერის იქნება.
უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მოდელების სახელწოდებებია ”შავი ცა”, ”ნაცრისფერი ორქიდეა” და ”არქტიკული ვერცხლი”.
შესაბამისი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. თუმცა, სამწუხაროდ, ფოტოებზე მხოლოდ ფრონტალური და გვერდითი პანელები ჩანს, ამიტომ ფერადი მოდელების სრულფასოვნად შეფასება ჯერ შეუძლებელია. სავარაუდოდ, უკანა პანელების ფოტოები ინტერნეტში უახლოეს მომავალში გავრცელდება.
ასევე ინტერნეტში ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია Galaxy S8-ს ევროპული ფასების შესახებ. ასე, Galaxy S8 799 ევრო ეღირება, ხოლო Galaxy S8З+ - 899 ევრო.
სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია 29 მარტს შედგება, ხოლო გაყიდვები 21 აპრილს დაიწყება.