რუსული კომპანია „შოკოლადნიცა“ უახლოეს პერიოდში თბილისში ერთბაშად ხუთ კაფეს გახსნის.
„შოკოლადნიცა“ 2008 წლიდან აერთიანებს „შოკოლადნიცას“ კაფეების ქსელსა და Coffee House-ს.
კომპანიის განცხადებით, კაფე „შოკოლადნიცას“ თბილისში გახსნის შესახებ ხელშეკრულება ქართველ პარტნიორთან ხელმოწერის სტადიაშია.
„ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლაზე, სადაც დღესდღეობით რუსეთში პოპულარული ბრენდები მოთხოვნადია. ჩვენი გათვლებით, უახლოეს 5-7 წელიწადში რეგიონში დამატებით 8-10 „ყავის სახლისა“ და „შოკოლადნიცას“ გახსნა იქნება შესაძლებელი ყოველწლიურად“, - განაცხადა „შოკოლადნიცას“ მიმართულების ხელმძღვანელმა მაქსიმ ტრუბნიკოვმა.