რატომ სურთ ქართველ მეღვინეებს ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა - ფალსიფიკაციის საფრთხეები

ღვინის კომპანიები ფალსიფიკაციის გაზრდილ საშიშროებაზე საუბრობენ. ამიტომ მეღვინეები მთავრობას ღვინომასალების ექსპორტის აკრძალვას სთხოვენ. ისინი გაყალბების კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებენ.

რუსეთის ბაზარზე „ქინძმარაულის“ 800 ბოთლის რეალიაზაციის შეჩერების საკითხს „საქპატენტი“ ახლაც იკვლევს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა ბალტიისპირეთსა და რუსეთში ფიქსირდება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ ღვინომასალების ექსპორტთან დაკავშირებით მუშაობა მთავრობაში მიმდინარეობს. დანელიას ვარაუდით, შესაბამის კანონპროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ამუშავებს.

„ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული ინიციატივა. ამაზე სავარაუდოდ, ღვინის ეროვნული საააგენტო მუშაობს. ჩვენს კომიტეტში ეს კანონპროექტი არ მუშავდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ღვინო ჩადის, იმ კონკრეტულ ქვეყანაში ფალსიფიცირების რისკები იზრდება. აუცილებელია დავიცვათ ბრენდები იმიტომ, რომ ხარისხი იყოს შენარჩუნებული. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ამ კანონს მივიღებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სააგენტოს არგუმენტაცია უნდა მოვისმინოთ“, - აცხადებს დანელია.

ღვინომასალების ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა და როგორც დანელია „კომერსანტთან“ აცხადებს, ეს ყველაფერი შესწავლილი აქვს სააგენტოს. სწორედ ამის შედეგად მოხდა ანალიზის გაკეთება და ეს ინიციატივაც აქედან მოდის. იხილეთ გაგრძელება