ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და შპს „ჯეოკრაფტი“ განახორციელებენ.
ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით, ინვესტორის შერჩევა ფონდის მიერ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიად კი შპს „ჯეოკრაფტი“ გამოვლინდა.
პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება ასეთია: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 10%; შპს „ჯეოკრაფტი“ – 90%.
პროექტის განვითარების პირველი ფაზა - იმერეთის რეგიონში, ქალაქ ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი) სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას მოიცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ჯეოკრაფტის“ მიერ დაარსებული საერთო საწარმო შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური“ მიმართავს.