როგორ აფასებენ ექსპერტები გალარების პროგრამას

გალარების პროგრამის საბოლოო შედეგები ცნობილია. იპოთეკური სესხები დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციართა 19-მა პროცენტმა, ანუ ჯამში 5092-მა მომხმარებელმა გადაიყვანა. ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, სულ 71 მილიონი დოლარის სესხია გალარებული. გიორგი ცუცქირიძე პროგრამას საერთო ჯამში დადებითად აფასებს.

სფეროს სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ გალარების პროგრამა წარუმატებლად დასრულდა. ექსპერტ პაატა შეშელიძის თქმით, მოსახლეობას მთავრობის მიერ გამოცხადებული პროგრამების მიმართ ნდობა ნაკლებად აქვთ. საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გალარების პროგრამის ცალსახად პოზიტიურად ან ნეგატიურად შეფასება შეუძლებელია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე