კორპორაცია Apple-მა ახალი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოუშვა, რომელიც წითელი ფერის იქნება.
ამ ნაბიჯით კომპანიამ შიდსთან ბრძოლის პროგრამა RED-თან პარტნიორობის მეათე წლისთავი აღნიშნა, ხოლო სმარტფონების სპეციალური სერიის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი შიდსთან ბრძოლის გლობალურ ფონდში გადაირიცხება.
შიდსთან ბრძოლის პროგრამა RED-ი ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბონომ დააფუძნა. როგორც კომპანია აღნიშნავს, RED-ის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ 130 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
„ეფლის“ წითელი სმარტფონების გაყიდვები 24 მარტიდან დაიწყება.