ახალი აქციზური განაკვეთით, მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით, 4 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილია განბაჟებული.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გასამმაგდა, ჰიბრიდულ ავტომობილებზე კი შემცირდა. კერძოდ, 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი კიდევ 10%-ით შემცირდა. მანამდე არსებული 50%-ის ნაცვლად, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მინუს 60%-ით შემცირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით, ჰიბრიდების იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და მთელი იმპორტის 1,4% შეადგინა.
უწყების ცნობითვე, იმპორტირებული ავტომანქანების 16% დიზელის ძრავიანია. 3,3% აირზე მომუშავე ავტომანქანების იმპორტზე მოდის, ამასთან, 2015 წელს 3 ერთეული ელექტრომობილი იყო იმპორტირებული.