სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFC) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძირითადი ვალდებულებების შესახებაც ისაუბრა და მათი შესრულების ნაწილში ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ განვითარების სააგენტო მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელშემწყობ პროექტებს განახორციელებს.
თბილისში, საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFC) წარმომადგენლობის ოფისი დღეს გაიხსნება.