16 წლის ბიჭის თბილისში დაწყებული ბიზნესი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გრძელდება

ერეკლე ხაზიური ქართველი მეღვინეა, თუმცა აშშ-ში საქმიანობს. თბილისში დაწყებული ღვინის ბიზნესი მან ნიუ-იორკში განაგრძო, სადაც პრესტიჟულ უბანში თავისი ღვინის კლუბი აქვს.

კლუბის წევრები ღვინის დაწურვასა და ჩამოსხმაში მონაწილეობენ. ერეკლე თავის ღვინის კლუბზე ნიუ იორკიდან გვესაუბრა...

- დავიბადე და ვიზრდებოდი თბილისში, სკოლის ბოლო წლები თელავში გავატარე, ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს!…პირველად ბიზნეს საქმიანობა 16 წლის ასაკში დავიწყე, ტურისტული სააგენტო მქონდა. 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის დროს მომიწია კომპანიის გაყიდვა. ქვეყანაში ტურისტული კრიზისიდან გამომდინარე, 2014 წელს გავხსენი ღვინის ბარი, რაც დღევანდელი ბიზნესის წარმატების საწინდარი გახდა. კონკა იყო პირველი ღვინის ბარი, რომელიც მხოლოდ ქართულ ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს უწევდა პოპულარიზაციას და უხამებდა ქართულ კერძებს დაახლოებით 97 დასახელების ღვინოს! პირველი წარმატება 2015 წელს "ნიუ იორკ თაიმსმა" მოგვიტანა, სადაც დაიწერა სტატია 52 საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, რომელსაც უნდა ესტუმროთო და 25 ადგილზე მოხვდა ჩემი ღვინის ბარი კონკა.

აღნიშნული კომპანია იყო ასევე დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის წევრი. 2015 წელს გადმოვედი საცხოვრებლად ნიუ იორკში, სადაც იტალიელ პარტნიორთან ერთად (მეთ ბალდასანო) წამოვიწყე მეღვინეობა და მანჰეტენზე, ისთ ვილიჯში (ეს უბანი ცნობილია კლუბებით, ბარებით და სხვა გასართობი ადგილებით) ღვინის კლუბი გავხსენით. კლუბში გვყავს 70 წევრი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ღვინის დაწურვაში და ჩამოსხმაში. ასევე ესწრებინ

დეგუსტაციებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს საკონსულოს და გენერალური კონსულის ამერიკაში, ქალბატონი დიანა ჟღენტის დახმარებით, მოხდა საქართველოსთან დაახლოებული 9 ქვეყნის კონსულების მოწვევა დაწურვაზე, სადაც დავწურეთ მერლო, რომელიც დაღვინების პროცესშია და გაზაფხულზე ჩამოისხმება ისევ მათი მონაწილეობით. ღვინოს ვაწარმოებთ ქართული ტექნოლოგიით. ფერმენტაცია კეთდება საფუარების გარეშე. შემოდგომაზე ყურძენი მოგვაქვს კალიფორნიიდან, ნაპა ველიდან და თრეისი ფოოთ ჰილს ველიდან. ხოლო გაზაფხულზე სამხრეთ აფრიკიდან და ჩილედან.

წარმოებული ღვინო იყიდება კლუბის წევრებზე და სხვა და სხვა ივენთებისთვის მზადდება სპეციალური ეტიკეტი. საფასო სეგმენტი მერყეობს 18 დან 30

დოლარამდე. ვაწარმოებთ "მუსკატს", "ტემპრანილოს", "კაბერნეს", "ბარბერას",

"მერლოს", "მალბეკს" და "შაბლის"... ასევე იყიდება სპეციალური შეკვეთით. წელს აუდი მანჰეტენმა შეისყიდა თავისი კლიენტებისთვის. ასევე ვთანამშრომლობთ ცნობილ ბრენდებთან.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?