22 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4498 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 მარტს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 23 მარტისთვის 2.6436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 23 მარტისთვის 0.6757 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.38 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 23 მარტისთვის 3.0542 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0530 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.12 შეადგინა.