მთავრობა სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ქმნის. აღნიშნულ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. საკითხზე მომხსენებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიაა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დადგენილების პროექტს წარუდგენს.
სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.