საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
კენჭისყრის პროცედურას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.
”კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში შვიდი ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ ოთხი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.