1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4509 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4509 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4509 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4498 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6443 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6436 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.