Forbes-ის ბოლო მონაცემებით, გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპის ქონება შემცირდა.
გამოცემის ცნობით, ამჟამად პრეზიდენტის კაპიტალი 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, გასული წლის ოქტომბერში კი ტრამპის ქონება 3.7 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში ტრამპის ქონება 4.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
დონალდ ტრამპის სიმდიდრის უდიდესი წილი მანჰეტენის უძრავ ქონებაზე მოდის.
„ფორბსის“ ცნობით, აქტივების შემცირებას სხვა წინაპირობებიც აქვს. მათ შორის სამართლებრივი პროცესი ტრამპის უნივერსიტეტის გარშემო და 66 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიაზე თავისი ქონებიდან დახარჯა.