კვლევითი პორტალი "ნუმბეოს" ცხოვრების ღირებულების ინდექსის თანახმად, საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ხუთეულში მოხვდა. ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით.
საქართველო 121 ქვეყანას შორის მეხუთე აღმოჩნდა და მისი ინდექსი 27,37-ით განისაზღვრა. ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ეგვიპტე, რომელსაც მოსდევს ინდოეთი, უკრაინა და პაკისტანი.
ნუმბეოს ინდექსის თანახმად, ყველაზე ძვირი ცხოვრება ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიასა და ისლანდიაშია.
იხილეთ ვიდეო palitranews.ge-ზე