სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები 3 000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ისინი უარს ამბობენ ამ თანხის აღებაზე, რადგან 3 000 ლარი მათ რეალურად ვერაფერში დაეხმარება.
მათი თქმით, 3 000 ლარი არის ძალიან მინიმალური თანხა იმ ზარალთან შედარებით, რაც მათ მიადგათ.
დაზარალებულების მოთხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე მინიმუმ 5 000 ლარით მოხდეს მათი კომპენსირება.
აღნიშნული მოთხოვნით ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 14:00 საათზე შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ, 26 მარტს კი თბილისში, პარლამენტის შენობასთან ასევე 14:00 საათზე შეიკრიბებიან.