ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერეგეენკომ სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო. როგორც ცნობილია, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. სახელმწიფო მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს, ანუ მათ, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათასზე მაღალია, საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის უფლებას აღარ მისცემს. საშუალოშემოსავლიანებს კი კერძო და საყოველთაო დაზღვევას შორის არჩევანის გაკეთებას შესთავაზებს. სამინისტროში ფიქრობენ, რომ ცვლილებების შედეგად, პროგრამა ბენეფიციართა საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული იქნება.
სადაზღვევო კომპანიები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ კერძო დაზღვევის პაკეტების გაძვირება ან მათ მიერ შეთავაზებული სერვისების შემცირება მოსალოდნელი არ არის. მათი განმარტებით, ცვლილებების შედეგად, კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზრდება.
იხილეთ ვიდეო palitravideo.ge-ზე