SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა წლიდან წლამდე მატულობს. LMC Automotive-ის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს მსოფლიოში უკვე მინიმუმ 9,5 მილიონი SUV გაიყიდება. შედარებისთვის: 2016 წელს 7,8 მილიონი SUV გაიყიდა.
და მთელი მსოფლიო, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ელოდება სეგმენტის ერთ-ერთი უმთავრესი მოდელის, BMW X5-ის ახალ თაობას, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს!
მომდევნო X5 ბავარიელთა ახალ, უკანაამძრავიან არქიტექტურაზე იქნება ბაზირებული, რომელიც ამჟამინდელ პლატფორმაზე მსუბუქი იქნება, რითაც საწვავის ხარჯიც უნდა შემცირდეს და მანქანაც უფრო დინამიკური უნდა გახდეს. მეტი სპორტულობა 22 დუიმამდე ბორბლების დამსახურებაც იქნება, ისევე, როგორც სტაბილურობის ახალი სისტემის, მოხვევის ახალი სისტემის (X-Steer) და უახლესი სამუხრუჭე სისტემის, რომელსაც ბავარიელების ერთ-ერთი ბესტსელერი მიიღებს. მომსახურების კონცეფცია თითქმის მთლიანად სენსორული უნდა გახდეს და მასში გაერთიანდება მაჩვენებელთა დაფა, Head-up-დისპლეი და დიდი მონიტორი.
ცხადია, მომავალი X5 4-ცილინდრიანი, 6-ცილინდრიანი და V8 ძრავებითაც გამოვა, ოღონდ, თითოეული აგრეგატი განახლებული იქნება. ახალი X5 M 50d-ს სიმძლავრე დაახლოებით 400 ცხენის ძალა იქნება, ხოლო X5 M-ის კი - 600 ცხენის ძალა. იგეგმება 360-ცხენისძალიანი M-Performance-ვერსიის გამოშვებაც.
წყარო autobild.ge