სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანია „ზეარის“ საწარმო დაათვალიერა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპანიის ასორტიმენტს და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული საწარმოების სიმრავლე და მათი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
კომპანია „ზეარი“ 2012 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი და ექსპორტზე პროდუქცია ჩინეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და ყაზახეთში გააქვს.