ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, ”რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიას თქმით, დღეს, 19:00 საათზე ”რუსთავი 2”-ის გუნდი შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს ”რუსთავი 2”-ის გუნდს, თუ ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მის მართვაზე პასუხისმგებელი.
”ჩვენ მზად ვართ კონსულტაციები დავიწყოთ, ჩვენ შემოთავაზებას ვიღებთ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ძმები ყარამანიშვილები მზად არიან ტელეკომპანია ”საქართველოს” წილის 51% კოლექტივს გადასცენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა.