მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იურიდიული ფირმა Dentons წარმომადგენლობას აფართოებს და საქართველოში იწყებს საქმიანობას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისში ახალი ოფისის გახსნით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს და შუა აზიის ბაზრებზე წამყვან პოზიციას გაიმყარებენ.
თბილისის ოფისის დამატებით, Dentons-ს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 150 ოფისში 7 800-ზე მეტი თანამშრომელი ეყოლება.
„საქართველო ეკონომიკური წარმატების რეალურ ისტორიას წარმოადგენს. ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინვესტორების მოსაზიდად არაერთი საბაზრო რეფორმა განხორციელდა. ამასთან, იზრდება კავშირი დასავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, საქართველოს კი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაც ჩვენი ბევრი კლიენტისათვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა Dentons-ის გლობალურმა თავმჯდომარემ ჯოუ ენდრიუმ.
„დენტონსი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადრეული 90-იანი წლებიდან ეწევა საქმიანობას.
Dentons-ი მსოფლიოში უდიდესი იურიდიული ფირმაა, რომელიც კლიენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. Dentons-ი Acritas Global Elite Brand Index-ის მიხედვით ლიდერი კომპანია და BTI Client Service 30 Award-ის გამარჯვებულია; ამასთან კლიენტების მომსახურებაში დანერგილი ინოვაციების კუთხით (მათ შორის Nextlaw Labs და Nextlaw Global Referral Network-ის დაარსებით) წამყვანი ბიზნეს და სამართლებრივი გამოცემების მიერ არის აღიარებული.