„ქართველები ფანტასტიური ადამიანები არიან“, - ასე აფასებს საქართველოში ვიზიტს მოგზაური წყვილი - ბელგიელი სინტია და კანადელი ნიკო, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით არიან დაკავებული.
წყვილი, რომელმაც საქართველოში 7 თვე გაატარა, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე Journal of Nomads - Hitchhiking across the World, საქართველოს შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.
„უამრავი ფოტოსა და პოსტის შემდეგ ვიდეოს დროც მოვიდა. ამ ახალ ვიდეოში გაჩვენებთ, თუ რა გადაგვხდა თავს გასული თვეების განმავლობაში, რატომ წავედით თბილისიდან ბათუმში. ვიდეოში თქვენ ნახავთ ჩვენს მოგზაურობას კაცხის სვეტზე, სადაც მსოფლიში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კლდის ეკლესიაა. ჩვენ ასევე ვესტუმრეთ გზად მდებარე უძველეს სამთო ქალაქ ჭიათურას,“ - წერს წყვილი.
პროექტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში 6 კონტინენტზე მოგზაურობას გულისხმობს, წყვილმა 2015 წლიდან დაიწყო.