მსოფლიოში ყავახანების უმსხვილესი ქსელი Starbucks საქართველოში შემოდის.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, კომპანია საქართველოში ყავის ქარხნის მშენებლობას გეგმავს.
მათივე ცნობით, „სტარბაქსი“ ქარხნის აშენებას კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე გეგმავს.
„განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეთანხმებულია. შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები დაწყებულია. შემდეგი ეტაპი კი უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემაა“, - აღნიშნავენ მერიაში.
„სტარბაქსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „სტარბაქსი“ 24 ათას სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
იხილეთ აგრეთვე: მილიარდები ყავის არომატით
Starbucks to enter Georgia soon