"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კოლექტივის გუშინ გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანიის მფლობელების მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს.
"თანამშრომლების მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს "რუსთავი 2 ჩემია". კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი", - ნათქვამია "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "საქართველოს" წილის 51% კოლექტივს გადასცენ.