საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის დეფოლტის სუვერენული IDR რეიტინგი “BB-” დონეზე შეუნარჩუნა და სტაბილურ პროგნოზზე დაუდასტურა.
სარეიტინგო კომპანიამ მთავარი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის ბონდების რეიტინგი ასევე დაადასტურა BB- დონეზე. მოკლევადიანი რეიტინგი დადასტურდა „B” დონეზე.
როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს BB- რეიტინგი განსაზღვრა სუსტმა საგარეო ფინანსურმა ინდიკატორებმა, მათ შორის მიმდინარე მსხვილი ანგარიშების დეფიციტმა, მაღალმა საგარეო ვალმა და დაბალმა გარე ლიკვიდურობამ, ეკონომიკურ მდგრადობასთან და ხელსაყრელ სახელისუფლებო ინდიკატორებთან ერთად.
ამასთან, ხელისუფლებისა და ბიზნეს გარემოს ინდიკატორები დადებითია და დაფიქსირებულია "BB მედიანაზე", რაც გამყარებულია ბიზნესისადმი მეგობრული პოლიტიკით.
Fitch აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინანსური შოკები დაბალანსებულია საბანკო სექტორში არსებული სტაბილურობის გამო.