ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო. პროექტს ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს.
დღეს ბიბლიოთეკის მშენებლობაზე კაფსულის ჩაშვება მოხდა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და უნივერსიტეტის რექტორ მასწავლებლები ესწრებოდნენ.
პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს. ბიბლიოთეკაში, რომელიც თანამედროვე სტანდარტის იქნება, წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი განთავსდება. ბიბლიოთეკაში დაგეგმილია იშვიათ გამოცემათა განყოფილების განთავსებაც.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.