მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ განვითარებას სწრაფი ტემპით აგრძელებს. სულ ცოტა ხნის წინ, საზეიმოდ გაიხსნა კიდევ ერთი, რიგით ოთხმოცდამეათე ფილიალი. ახლა უკვე ვაშლიჯვრის მოსახლეობასაც აქვს შესაძლებლობა, სახლთან ახლოს შეიძინოს უმაღლესი ხარისხის, სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და ისარგებლოს „ორი ნაბიჯის“ მიერ შეთავაზებული ყოველდღიური აქციებითა და განსაკუთრებული ფასდაკლებებით.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, ვაშლიჯვარი ერთ-ერთი გამონაკლისი უბანი იყო, სადაც ორი ნაბიჯის მაღაზია წარმოდგენილი არ გახლდათ.
„მივესალმებით, რომ უკვე ვაშლიჯვრის მოსახლეობაც შეძლებს ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. დღეისთვის, თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში გვაქვს მაღაზია. მიზნად დავისახეთ, მაქსიმალურად ბევრ ოჯახთან მივიდეთ ახლოს და ჩვენი მისიის შესაბამისად, ვაგრძელებთ აქტიურ, სტაბილურ განვითარებას. შვიდ წელზე მეტია, "ორი ნაბიჯი" არსებობს და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ არაერთი მუდმივი პარტნიორის განსაკუთრებული ნდობითა და მხარდაჭერით ვსარგებლობთ. ამიტომ, საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ მათი წვლილი ჩვენი მიზნების განხორციელებაში. ვცდილობთ, მოპოვებული ნდობა მაქსიმალურად დავაფასოთ და ამას ჩვენი ქსელის კიდევ უფრო განვითარებით ვახერხებთ,“- აღნიშნა ავთანდილ წერეთელმა.
მაღაზიათა ქსელის გენერალური დირექტორის თქმით, სამომავლოდაც „ორი ნაბიჯის“ მთავარ ამოცანად რჩება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისის შეთავაზება და მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
„ორ ნაბიჯს“ რიგით ოთხმოცდამეათე სავაჭრო ობიექტის გახსნა მიულოცა კომპანია „ბარამბომ.“ როგორც „ბარამბოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა აღნიშნა, „ორი ნაბიჯი“ მათთვის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშროლობთ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი აქციებით ჩვენს მომხმარებლებს მომავალშიც გავახარებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ ერთმანეთის სტანდარტებს და არსებული პარტნიორული ურთიერთობა იყოს ჰარმონიული.”
„ორი ნაბიჯის“ გუნდს კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელება „კოკა-კოლას“ მარკეტინგის განყოფილების მენეჯერმა ელენე მჭედლიშვილმაც მიულოცა.
„კოკა-კოლა“ ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობს ამ კომპანიასთან. მას შემდეგ, რაც "ორი ნაბიჯის" პირველი ფილიალი გაიხსნა, ჩვენ გავხდით პარტნიორები. დღეისთვის ვხედავთ, რომ აღნიშნული მაღაზიათა ქსელის ზრდის ტემპი ძალიან სწრაფია. თითქმის არ არსებობს უბანი, სადაც "ორი ნაბიჯი" არ არის წარმოდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სანდო და სწრაფად მზარდ პარტნიორთან ურთიერთობა ნებისმიერი კომპანიისთვის სასურველია. ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია მათი კიდევ უფრო გაფართოება, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ჩვენი სამომავლო გეგმები მათთან მიმართებაში,“- აღნიშნა ელენე მჭედლიშვილმა.
„ორი ნაბიჯის“ პირველი ფილიალი დედაქალაქში 2010 წელს გაიხსნა და საქართველოში პირველი კვების პროდუქტების საცალო ქსელია, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება.
აღსანიშნავია, რომ "ორი ნაბიჯი" გასული წლის განმავლობაში, სუპერმარკეტების ბაზარზე ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩეოდა. მაღაზიათა ქსელი მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ((R)
ქრისტინე გამთენაძე