უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი 05:45 საათზე, ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა. მეორე რეისი კი 06:00 სთ-ზე სალონიკის მიმართულებით განხორციელდა.
პირველ რეისზე რეგისტრაცია 176-მა მგზავრმა გაიარა. მგზავრთა ნაწილს საჩუქრად სამგზავრო ბილეთი გადაეცა.
აეროპორტში დამატებითი სარეგისტრაციო დახლები განალაგეს. დღის მანძილზე კიდევ ორი რეისი - 12:35 საათზე ლარნაკას, ხოლო 21:55 საათზე ვარშავას მიმართულებით შესრულდება.