როგორ იძენდა აქტუალობას უკრაინის საკითხი - Twitter-ის ვიზუალიზაცია

უკრაინაში საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და მაშინ გამოჩნდა პირველი ახალი ამბებიც მედიაში. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მალე იქცა საერთაშორისო განხილვის საგნად.

მონაცემთა ვიზუალიზაცია Twitter-ისგან ნათლად აჩვენებს, რა ფართოდ გავრცელდა უკრაინის ამბავი პლანეტის მასშტაბით თებერვლის თვეში.

Twitter-ის ინფოგრაფიკა, რომელიც უკრაინის ტვიტებში მოხსენიების სიხშირის მიხედვითაა შედგენილი 1-ლი თებერვლიდან 25 თებერვლამდე, გუშინ გამოჩნდა @TwitterData account-ზე.

Twitter Conversation about #Ukraine, February 2014 #dataviz http://t.co/u1xwHuoxtT pic.twitter.com/T1Kgu9fL2F

— Twitter Data (@TwitterData) February 26, 2014

ანიმაციური ინფოგრაფიკა, რომელიც ციკლურად აჩვენებს 25 დღის შედეგებს, თუ როგორ იძენდა უკრაინის თემა აქტუალობას, საკმაოდ შთამბეჭდავია.