სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევამ“ პირველ მგზავრს, რომელიც ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ გაემგზავრა, საჩუქარი გაუკეთა და მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა აჩუქა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.
ბანკის ცნობით, მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა ვარშავას მიმართულებით მიმავალ პირველ მგზავრს თამარ მუმლაძეს ერგო.
„ევროპის მიმართულებით პირველი რეისი ვარშავაში გუშინ ღამით შესრულდა. სწორედ ამ პირველი რეისით მიემგზავრებოდა უვიზოდ თამარ მუმლაძე, რომელსაც „თიბისი დაზღვევამ“ სიურპრიზი მოუმზადა და მუდმივი სამოგზაურო დაზღვევით დაასაჩუქრა. მას აეროპორტშივე გაუფორმდა სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც საზღვრის გადალახვისთანავე ამოქმედდა. „თიბისი დაზღვევის“ სამოგზაურო დაზღვევით თამარ მუმლაძე ნებისმიერი სხვა მოგზაურობის დროსაც ისარგებლებს“, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“.
„თიბისი დაზღვევა“ „თიბისი ბანკის“ შვილობილი კოპანიაა. ის იანვრიდან არის ბაზარზე და მომხმარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთვაზობს ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა. „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენა „თიბისი ბანკის“ 170-მდე ფილიალშია შესაძლებელი.