ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება.
„საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში (90 დღის განმავლობაში) უვიზო მიმოსვლა დღეს ამოქმედდა! გილოცავთ!“ - აღნიშნულია ევროპული კომისიის „ტვიტერის“ გვერდზე.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.