ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება.
„დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. მათ მალე უკრაინაც შეუერთდება, რაც მთავრობის ეფექტური რეფორმების შედეგია“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერზე“.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.