დამწყები IT სპეციალისტებისათვის Microsoft-ის მიმართულებით სასერტიფიკატო კურსები ჩატარდება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული მაღალტექნოლოგიური IT აკადემია და Softline Georgia აცხადებენ სასერტიფიკატო კურსების სერიას Microsoft-ის მიმართულებით დამწყები IT სპეციალისტებისათვის, - ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს.

„კურსის გავლის შემდგომ ჩაბარდება გამოცდა MCSA: Windows Server 2012-ის სტატუსის მისაღებად. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ Microsoft სერტიფიკატი და IT აკადემიის ერთობლივი სერტიფიკატი BTU-სა და Softline Georgia-სგან. პირველ ეტაპზე დამწყებმა სპეციალისტებმა უნდა გაიარონ შემდეგი კურსები: M20410D: Installing and Configuring Windows Server 2012; M20411D: Administering Windows Server 2012; M20412D: Configuring Advanced Windows Server 2012 Services.

თითოეული კურსი მოიცავს 40 საკონტაქტო საათს და შეთავაზებული იქნება სტანდარტული რეჟიმით - თითო კურსი 5 დღე, დღეში 8 საათი ან 4 საათი ყოველდღე - დღის მეორე ნახევარში.

IT აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, მოქმდებს აქცია და თითო კურსის ღირებულება შეადგენს 250 დოლარს. კურსს წაიკითხავს სერთიფიცირებული პროფესიონალი ტრენერი - ალექსანდრე ბუსლაევი. კურსის ენაა - ინგლისური ან რუსული, მსმენელების მოთხოვნის შესაბამისად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.