საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო” და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათი სერთო წონა 143.45 გრამია. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8,857.46 ლარი შეადგინა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სსიპ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 8,857.46 ლარის ოდენობით შეეფარდათ.