სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ა.კ-ს კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული 8400 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდა.