ICT ტექნოლოგიების გამოყენებაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„თანამშრომლობა გზას გაუხსნის კომპეტენციისა და ცოდნის ექსპორტს ქვეყნების საზღვრებს გარეთ...“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის, ბატონი რაიმონდს ვეიონისის (Raimonds Vējonis) შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებასა და ხელშეკრულებას, მათ შორის, ლატვიურ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კლასტერსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭოს (ICT) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მნიშვნელობას საქართველო - ლატვიის IT ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ლატვიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება, კვლევა, პროექტების განხორციელება და მულტიინდუსტრიული თანამშრომლობა წარმოადგენს.

თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ ინოვაციურ და ახალ მიმართულებებსა და ტენდენციებს, როგორიც არის: ქლაუდ ტექნოლოგიები (Cloud Technologies), ხელოვნური ინტელექტი (AI), ბიგ დატა (Big Data) და სხვა.

ასევე დაგეგმილია წარმატებული ქეისების, მეთოდების, რესურსების გაზიარება, მათ შორის, განათლების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ფართო მოსახლებისთვის დარგისა და ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობის წარმოჩენა.

bpn„ძალიან დიდი ხნის თანამაშრომლობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის IT კლასტერებთან. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გაფორმდა კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლატვიურ IT კლასტერთან, რომელიც მნიშვნელოვან იდეებსა და საკითხებს მოიცავს. საქმე ეხება ლატვიური IT კომპანიების კომპეტენციის გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლას ისეთ ქართულ კომპანიებს შორის, რომლებიც მუშაობენ განათლების, მეცნიერების, ინფორმაციული უსაფრთხოების, IT გადაწყვეტილბების შეთავაზებაზე ჩვენს რეგიონში. მათ ასევე მიეცემათ ლატვიურ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობაც,“ - თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ICT ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა გიგა შუბითიძემ.

ლატვიური IT კლასტერის, ბორდის წევრის, გატის ოშის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას ლატვიასა და საქართველოში, რაც გაუხსნის გზას კომპეტენციისა და ცოდნის ექსპორტს ქვეყნების საზღვრებს გარეთ.

„მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას IT ტექნოლოგიების მიმართულებით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების მიმართულება. თანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს ლატვიას და მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეების ექსპორტი და უფრო მეტად განავითაროს ქვეყნის მიერ შეთავაზებული სერვისები. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ლატვია შეძლებს უფრო მეტი ყურადრების მიქცევას და პოზიციონირებას, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტების ქვეყანა და მიიზიდავს ახალგაზრდა თაობას მაგალითად საქართველოდანაც, ახალი მიდგომების შესწავლის მიზნით,“ - განაცხადა გატის ოშმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ერთ-ერთი აქტიური ხელშემწყობი და ინიციატორი კომპანია „სქუალიო“ წარმატებით ოპერირებს საქართველოში უკვე ექვსი წელია და მისთვის ცნობილი და მნიშნელოვანია ის პოტენციალი, რაც ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

„საქართველოში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ლატვიელი სპეციალისტების მაღალი დონის განათლებისა და გამოცდილების შესახებ ცნობილია. უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოში აღნიშნული სფერო, ასევე ძალიან კარგად არის განვითარებული, ამ მიმართულებით კერძო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემები მაინც იკვეთება. ჩვენი ექსპერტები საქართველოში, რამდენიმე კომპანიაში უკვე აქტიურად ახორციელებენ მუდმივ აუდიტებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართ ინტერესი, რაც ჩვენი სპეციალისტების კიდევ უფრო მეტ ჩართვას მოითხოვს,“ - განაცხადა ვლადიმირს ისაევსმა (Vladimirs Isajevs), კომპანია „სქუალიო“-ს რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში.

ლატვიური IT კლატერი წარმოადენს ლატვიური IT კომპანიების ასოციაციას, რომლის მიზანია ექსპორტისა და ინოვაციური გადაწყვეტების ხელშეწყობა. ასოციაცია შედგება 35 წევრი კომპანიისგან.

„სქუალიო“ არის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) კომპანია მომხმარებლების მიმართ განსაკუთრებული მიდგომით. კომპანია უწყვეტად გეგმავს, აშენებს, მომსახურებას უწევს და მართავს IT ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებს, 1200-ზე მეტი კლიენტისათვის, რაც მათ ეხმარება ბიზნეს მიზნების მიღწევაში. თანმიმდევრულად იზრდება კომპანიის გამოცდილება ქსელებში, უსაფრთხოებაში, თანამშრომლობაში, შენახვის ტექნოლოგიებში, ოპერაციული სისტემების (OS) მართვაში, სერვერებსა და სამუშაო კომპიუტერებში. კომპანია იღრმავებს თავის უნიკალურ ჩვევებს კონსულტაციის, ინტეგრაციისა და მართვის მომსახურების დარგში იმისათვის, რომ შექმნას კლიენტზე მორგებული გადაწყვეტილებები.

(R)