28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად ვილნიუსი განსაკუთრებით მოემზადა უვიზოდ ჩასული ქართველი მოგზაურების მისაღებად.
ლიტვის დედაქალაქის აეროპორტში ბანერი დადგეს, რომელზეც საქართველოს დროშა გულის ფორმითაა გამოსახული და ზედ აწერია: "ახლოს, ვიდრე ოდესმე".
ფოტოებს ლიტველი Remigijus Šimašius პირად გვერდზე ავრცელებს და ასეთ მინაწერს ურთავს: "ქუთაისიდან ვილნიუსში პირველად ჩამოდიან მგზავრები უვიზოდ. ჩვენ მათ განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუმზადეთ".
აღსანიშნავია, რომ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
დალია გრიბაუსკატემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ქართულადაც მიმართა: "ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით" - აღნიშნა ვიდეომიმართვაში გრიბაუსკაიტემ და ეს ბოლო სიტყვები ქართულ ენაზე წარმოთქვა.
წყარო ambebi.ge