მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო საქართველოში ტურიზმის ზრდას პროგნოზირებს. როგორც ორგანიზაციის მარტის ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 5 მილიარდ 522 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო და 2017 წელს ეს მაჩვენებლი 10,9%-ით გაიზრდება.
ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველო 2 982 000 საერთაშორისო ტურისტის მოზიდვას შეძლებს, 2027 წლისთვის კი, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 8 მილიონამდე გაიზრდება, შემოსავლები კი 12 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ამ სექტორში დასაქმება 5.9%-ით გაიზრდება და 129 000 სამუშაო ადგილს მიაღწევს. 10-წლიან პერიოდში კი ყოველწლიურად 2.5%-ით გაიზრდება და 165 000 ადამიანი იქნება დასაქმებული.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე